სამშენებლო უსაფრთხოების ნიშნები

„სამშენებლო უსაფრთხოების საინფორმაციო ნიშანი“ გულისხმობს ნიშანს, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით და შეტყობინების საშუალებების საფრთხის წყაროს/საფრთხის გარემოს ადგილმდებარეობის შესახებ.

შეარჩიეთ სასურველი ნიშანი და შემდეგ შეკვეთის ფორაში მიუთითეთ რაოდენობა, ნიშანის ზომა და ნომერი რის შემდეგაც მიიღებთ განფასებას.

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად:

* მანქანა–მექანიზმების მუშაობის ზონაში უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშნები,

* მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტები რაზეც უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშანი,
* სპეციალური სამუშაოები უნდა შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით რაზეც უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშანი,

* მშენებლობის ყველა ობიექტზე უნდა იყოს პირველი სამედიცინო დახმარების გასაწევი საშუალებები და განთავსების ადგილი უნდა იყოს მონიშნული შესაბამისად,

* სამშენებლო სამუშაოთა წარმოების უბანი და ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. ყველა საფრთხის შემცელი გარემო და საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მანიშნებელი უნდა იყოს განთავსებული,
* სათავსები, სადაც წარმოებს მტვერისებრ მასალებთან მუშაობა, ასევე, სამსხვრევ, საფქვავ და გასაცრელ მანქანებთან მუშაობის ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემებით ან განიავებით, ხოლო მუშები მუშაობისას უნდა იყენებდნენ რესპირატორებს რაზეც უნდა არსებობდეს მანიშნებელი,

* მტვრისებრი მასალები უნდა ინახებოდეს დახურულ საცავებში ან სათავსებში. დატვირთვა-დაცლის სამუშაოთა წარმოების დროს უნდა იქნეს მიღებული ზომები მათი გაფანტვისა და გამტვერვის თავიდან ასაცილებლად რაზეც უნდა იყოს განთავსებული მანიშნებელი,
* მავნე ან აფეთქებასაშიში გამხსნელი მასალები აუცილებლად უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ტარაში. აღნიშნულ ნასალებზე უნდა იყოს განთავსებული მანიშნებელი,

* საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. უნდა იყოს შესაბამისი მანიშნებელი ტერიტორიაზე შესასვლელთან და პერიმეტრზე.

* სამშენებლო მოედანზე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს განსაკუთრებით საშიში ზონა, რომელიც უნდა შემოიფარგლოს დამცავი ღობით, უსაფრთხოების ნიშნებით და სათანადო წარწერებით.

* მავნე აირების წარმოქმნისას, სამუშაოთა წარმოება დასაშვებია მხოლოდ სამუშაო ადგილის განიავების ან მომუშავეთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით. რაზეც უნდა იყოს განთავსებული მანიშნებლები,

* სამუშაო ადგილებზე, სადაც გამოიყენება ან მზადდება წებოები, მასტიკები, საღებავები და სხვა მასალები, რომლებიც გამოყოფენ ფეთქებადსაშიშ ან მავნე ნივთიერებებს, არ დაიშვება ცეცხლის გამოყენება ან ნაპერწკლის წარმომშობი მოქმედებები. ასეთი სამუშაო ადგილები უნდა ნიავდებოდეს და ეს საფრთხის შემცველი გარემოება უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები განთავსებული,

* სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან უნდა იყოს ნიშანი სმენისა და მხედველობის დამცავი საშუალებების, ჩაფხუტის და ასევე ვარდნისგან დამცავი საშუალებების (სადაც ეს საჭიროა)  ტარების  გამოყენების შესახებ,

* საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას (ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია, ანტიკოროზიული დაცვა), ცეცხლსაშიში და მავნე ნივთიერებების გამომყოფი მასალებით მომუშავეები დაცული უნდა იყვნენ მავნე ნივთიერებების თერმული და ქიმიური ზემოქმედებისაგან და უნდა იყოს მონიშნული შესაბამისად,

* ნიტროსაღებავების და სხვა ფეთქებადი ორთქლის წარმომქმნელი ლაქსაღებავების გამოყენების ადგილებში აკრძალულია ცეცხლის გამოყენება და ნაპერწკალწარმომქმნელი მოქმედებების შესრულება რაზეც უნდა იყოს შესაბამისი მიშნები.

მუხლი 13. მოთხოვნები მაფრთხილებელი ბარიერების მიმართ:
* სამშენებლო მოედანზე უნდა განისაზღვროს განსაკუთრებით საშიში ზონა, რომელიც უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ბარიერით, უსაფრთხოების ნიშნებითა და შესაბამისი წარწერებით („ფრთხილად“, „ვარდნის საფრთხეა“, „არ გადაკვეთოთ“),

* კიბის დადგმის ადგილი სწორად უნდა იქნეს შერჩეული და, საჭიროების შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნებით.

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მანიშნებლები რომლებიც განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო ობიექტზე:

  1. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მოერიდეთ სამშენებლო ტერიტორიას!

  2. აკრძალულია უცხო პირთა სამშენებლო ტერიტორიაზეშესვლა.

  3. სამშენებლო მოედანზე სავალდებულოა დამცავი ჩაფხუტის გამოყენება.

  4. სამშენებლო ტერიტორიაზე გადაადგილებისას გამოიყენეთ სამშენებლო უსაფრთხოების დამცავი ფეხსაცმელი.

  5. ყურადღება ტერიტორიაზე მუშაობს ამწე მოწყობილობა.

  6. ყურადღება ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა

  7. მითითებულ სამშენებლო მონაკვეთზე გამოიყენეთ სმენის დამცავი საშუალებები

  8. ტერიტორიაზე გადაადგილებისას ატარეთ მკაფიო ფერის შუქის ამრეკლი ჟილეტი.

  9. შესვლა აკრძალულია

© 2016 by Safety Sign LLC. All rights reserved.

  • Facebook - Black Circle
  • LinkedIn
  • YouTube
  • Pinterest - Black Circle

Tel: +995 577 044 800                                   Email: GeoSafetySign@gmail.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now