ევაკუაციის გეგმა

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები,  ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა  ევაკუაციის გეგმა რომლის შედგენის წესი მკაცრად არის განსაზღვრული.

ობიექტების ხელმძღვანელებმა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყონ ხანძრის დროს პერსონალის მოქმედებების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად. 

FS-001 ცეცხლმაქრის განლაგების ნიშანი

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნიშანი: 

- ლამინირებული

- წებოვან ქაღალდზე

- პვხ 2 მმ სისქის
 

ევაკუაციის გეგმის შემუშავების თანმიმდევრობა:

1. ევაკუაციის გეგმის შემუშავების მსურველმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს ტერიტორიის გენერალური გეგმა და შენობების აზომვითი ნახაზები პდფ ფორმატში.

 

2. ჩვენი სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტები შეისწავლიან მოწოდებულ ინფორმაციას 1 ან 3 სამუშაო დღის განმავლობაში (დღეების რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ფართობსა და კომპლექსურობაზე).

3. ნახაზების შესწავლის შემდეგ მოგაწვდით სამუშაოს განფასებას. კლიენტის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში დაიწყება გეგმების მოსამზადებელი სამუშაოები. ნახაზები დამკვეთმა უნდა გადმოაგზავნოს არქიკადში ან ქორელის ფორმატში.

 

4. განხორციელდება ექსპერტის ვიზიტი და მოხდება ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური მახასიათებლების შესწავლა, რაც მოიცავს შემობა ნაგებობების დაგეგმარების და კონსტრუქციული ელემენტების შესწავლას, აზომვითი ნახაზების არსებულ რეალობასთან შესაბამისობის განაზღვრას, მოსალოდნელი რისკების შეფასებას, ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების სახეობის და რაოდენობის განსაზღვრას, წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ხანძარფეთქებადსაშიშ კატეგორიების დადგენას, მოსალოდნელი ხანძრების კლასიფიცირებას, ევაკუაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას (მარშრუტები, კბის უჯრედები, გასასვლელები, შეკრების ადგილები და მათი ნორმებთან შესაბამისობა)

 

ერთი სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელდება ობიექტის შეფასება ადგილზე.

 

4. საევაკუაციო გეგმების მომზადება

 

დღეების რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ფართობსა და კომპლექსურობაზე და განისაზღვრება1-იდან 9 სამუშაო დღემდე.

 

5. დაბეჭდვა და გადაცემა განხორციელდება შეთანხმებული ფორმით . სამუშაო დღეების რაოდენობა - 1 სამუშაო დღე

           

ფასები განისაზღვრება სამუშო დღების რაოდენობის, ობიექტის ფართობისა და კომომპლექსურობის მიხედვით.

მოქმედებს ფასდაკლების პროგრამა კლიენტზე მორგებული სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად.

თუ კომპანიას არ აქვს აზომვითი ნახაზები მაშინ ჩვენ მოგიმზადებთ აზმოვით ნახაზებს რომლის ფასი იწყება 0.60 თეთრიდან ერთ კვ. მეტრზე. მოგვწერეთ თქვენი საერთო ფართის აღწერილობა და შემოგთავაზებთ თქვნზე მორგებულ ფასს.

აზომვითი ნახაზის მხოლოდ სახანძრო ევაკუაციის გეგმისთვის მომზადების ფასი შეადგენს 0.30 თეთრს.

საევაკუაციო გეგმის მომზადების სტანდარტული ფასი  ანგარიშდება შემდეგი კომპონენტებით:

         

  • საევაკუაციო გეგმის ელექტრონული ფორმით მომზადება:

    • 250 ლარი - 1,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მომზადება და გეგმის ელექტრონულად გადაცემა,

    • 0.35 თეთრი - ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე 1,000 კვ./მ-ის ზემოთ მომზადება და გეგმის ელექტრონულად გადაცემა (ერთი ცალი),

    • 5 ლარი - ერთი ელექტრონული გეგმის ზემოთ ყოველი დამატებითი გეგმის ელექტრონულად მომზადება და გადაცემა,

    • 3 ლარი - დამატებით თითოეულ გეგმაზე ინგლისური ტექსტის დამატება.

  • მომზადებული საევაკუაციო გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება:

    • 6 ლარი - თითო გასაკვრელი A2 ზომის გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება.

    • 5 ლარი - თითო გასაკვრელი A3 ზომის გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება.

    • 4 ლარი - თითო გასაკვრელი A4 ზომის გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება.

  • საევაკუაციო გეგმის ჩარჩოში ჩასმა:

    • 18 ლარი - თითო A2 ზომის გეგმის ჩარჩოში ჩასმა,

    • 15 ლარი - თითო A3 ზომის გეგმის ჩარჩოში ჩასმა 

    • 13 ლარი - თითო A4 ზომის გეგმის ჩარჩოში ჩასმა 

  • ექსპერტის ვიზიტი ობიექტის შესაფასებლად (ერთ დღიანი ვიზიტი):

    • 140 ლარი - თბილისის მაშტაბით,

    • 190 ლარი - რეგიონებში და 0.50-დან 0.80 თეთრი კილომეტრზე საგზაო მანძილის მიხედვით.

შეავსეთ განაცხადის ფორმა და ინფორმაცია გადმოგვიგზავნეთ იმეილზე: info@safetysign.ge

ან გაესაუბრეთ ექსპერტებს ტელეფონზე: +995 577 044-800

გადადით შეკვეთის ფორმაზე.

© 2016 by Safety Sign LLC. All rights reserved.

  • Facebook - Black Circle
  • LinkedIn
  • YouTube
  • Pinterest - Black Circle

Tel: +995 577 044 800                                   Email: GeoSafetySign@gmail.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now